„ვერ მოვისვენებ, სანამ ეს ადამიანი ამ მდგომარეობაში იქნება“ – ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს პარლამენტის წევრმა, „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ვერ მოისვენებს, სანამ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში იქნება, მისივე შეფასებით, ყოფილი პრეზიდენს ძალიან დიდი ზიანი მიადგა და მას არანაირი ბოღმა არ გააჩნია.     

,,მეც გავდივარ რეაბილიტაციის პროცესს, მაგრამ მას ბევრად უფრო მძიმე პროცესი ჰქონდა. იგივე, ღირსების შემლახავი პროცესი მის წინააღმდეგ, უფლებების გათელვა, ეს ყველაფერი, სტრესთან ერთად. მას ძალიან დიდი ზიანი მიადგა, ეს არის ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ ის შინაგანად არის მხნედ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მისი ფიქრები არის როგორც წარსულზე, ასევე მომავალზე, მე ვერ დავინახე ვერანაირი ბოღმა, ვერანაირი აგრესია ვინმეს მიმართ.  ვერაფრით ვიტყოდი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამამშვიდებელია“, –  განაცხადა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები