გარდაიცვალა პუბლიცისტი, ფილოლოგი, ჟურნალისტი თამაზ ტყემალაძე

ცნობილი პუბლიცისტი, ფილოლოგი და ჟურნალისტი თამაზ ტყემალაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.

თამაზ ტყემალაძე 1949 29 ივლისს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტ სოფელ ლელიანში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სწავლის დამთავრების შემდეგ ეწეოდა საზოგადოებრივ და პედაგოგიურ მოღვაწეობას, ტელე-რადიოკომიტეტში იყო რადიო გადაცემათა რედაქტორი, ტელევიზიის ხალხური შემოქმედების მთავარი რედაქციის უფროსი რედაქტორი, ტელევიზიის ლიტერატურულ გადაცემათა განყოფილების გამგე, ტელევიზიის ლიტერატურის ხელოვნების მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორი, ტელევიზიასა და რადიოში მიჰყავდა საავტორო გადაცემები. იგი მრავალი ათეული წელი იყო საქართველოს პირველი არხის თანამშრომელი, არაერთი გადაცემის ავტორი და წამყვანი.

თამაზ ტყემალაძე 2019 წელს ქართული ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის დაჯილდოვდა ღირსების მედლით.

მსგავსი თემები