„შიმშილისგან გამოსვლა უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობა“ – მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე

მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ დასუსტებულია და ის, დღეს ბევრად უფრო ცუდად გამოიყურება, ვიდრე რუსთავის საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნისას.

„მომეჩვენა ძალიან დასუსტებული იმასთან შედარებით, რაც ჯერ პირველად ვნახე, მერე მეორეჯერ ვაზიარე ციხეში. მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობის თითქმის 40 დღე იყო გასული, მაშინ ფიზიკურად უფრო უკეთესად მომეჩვენა. მედიცინაშიც ვერ ვერკვევი. მგონია, რომ შიმშილობიდან გამოსვლა უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობა. ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად  სუსტად არის. ვუსურვე, რომ ფიზიკურად გაძლიერებული და ჯანმრთელი იყოს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და შვითჯერ ზეთისცხების საიდუმლო შეუსრულა.

მსგავსი თემები