ვირუსით 3 410 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 37 714 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 732 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  9.04%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  865 293-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.04%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.63% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.33%.

მსგავსი თემები