სანზონაში, ლიახვის ქუჩაზე 17 წლის მოზარდი მოკლეს

რამდენიმე წუთის უკან, სანზონაში მკვლელობა მოხდა. მოკლულს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.  

მოზარდი მერვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგრც ადგილობრივები აცხადებენ, მოკლულს არ იცნობენ და ის მათი უბნელი არ ყოფილა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ახალგაზრდების ფიზიკური დაპირისპირება გახდა, რა დროსაც მათ დანები გამოიყენეს.    

ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია. სამართალდამცველებს შემოფარგლული აქვს პერიმეტრი. ასევე, მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია დამნაშავეების დასაკავებლად.

მსგავსი თემები