ნაძალადევი, სამგორი, ნავთლუღი – საშიში და სარისკო უბნები  

ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ იმ პრობლემურ და საშიშ უბნებზე ისაუბრა, სადაც ბუნებრივი აირის ქსელები მოუწესრიგებელია და დამონტაჟებულია კუსტარული გამათბობლები, რაც აფეთქებისა და უბედური შემთხვევების რისკს ქმნის.

როგორც სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განმარტა, თბილისზე არანაკლებ რთული ვითარებაა რეგიონებში.

„სარისკო უბნებია კერძო ტიპის დასახლებები ნაძალადევის და სამგორის რაიონებში, ასევე ნავთლუღის დასახლებაც. იმ კერძო დასახლებებში, რომელიც ჩემი თვალით ვნახე, კუსტარული ქსელები იყო, დაყოფილ ოთახებში ღიობებიც არ იყო. ეს გვაძლევს შესაძლებლობას ვთქვათ, რომ სარისკო უბნებია, სახიფათო ზონებია ამ კუთხით. გასათვალისწინებელია, რომ ამ უბნებში კომპანიამ ძალიან კარგად იმუშავა და ბევრი ასეთი სასიკვდილო და საფრთხის მქონე დანადგარები ამოიღო, ასევე ჩაჭრა ქსელი“,- განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“

მსგავსი თემები