ერთ კვირაში  CO-თი 4 ადამიანი გარდაიცვალა – გაფრთხილება მოსახლეობას – სალომე ვარდიაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„CO  კლავს წამებში“- ეს განცხადება ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და მოსახლეობა გააფრთხილა.

„CO-ს გაჟონვით, მიმდინარე კვირას უცხოეთის 2 მოქალაქე, ასევე მცირეწლოვანი და დედა გარდაიცვალა. არ ყოფილა აფეთქება ან მასშტაბური შემთხვევა, არამედ, მოხდა გაჟონვა, რაც იმას გულისხმობს, რომ შიდა ქსელზე დარღვევები არსებობდა. ფართში განთავსებული იყო სასიკვდილო შედეგის მქონე დანადგარი. ქსელი იმ დონეზე იყო მოწყობილი, რომ გარდაუვალი იქნებოდა ასეთი შედეგის დადგომა. მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ უნდა მოვუწოდოთ“, – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისი შეფასებით, CO ყველაზე საშიში ნივთიერებაა, რომელიც კლავს წამებში.

„CO კლავს წამებში.  ჩვენმა მომხმარებელმა ეს უნდა გაითავისოს. პირველი რეკომენდაციაა, ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელსაც მომსახურე ორგანო გვაწვდის. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, რომ შესაძლოა, გაჟონვა იყოს, ფართობს ვანიავებთ და საცხოვრებელ ფართს ვტოვებთ. საავარიო სამსახურში ვრეკავთ და ვატყობინებთ, რომ მოვიდნენ. არ ვანთებთ ელექტროენერგიას, არ მივმართავთ თვითდახმარებას, არ ვეხებით მრიცხველებს. ვიძახებთ სპეციალისტებს. აუცილებელია ყოველ სეზონზე შემოწმდეს შიდა ქსელი შესაბამისი სპეციალისტების მხრიდან “, – განაცხადა ენერგოომბუდსმენმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები