ჯანდაცვის მინისტრი უვადო „მწვანე პასპორტების“ მომხრე არ არის

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საკოორდინაციო საბჭომ ე.წ. მწვანე პასპორტები უვადოდ დაამტკიცა, ის ამ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერს.

„ვერ ვიტყვი, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რომლებიც მთავარი უწყებები არიან და იძლევიან რეკომენდაციებს, სრულად იზიარებენ ამ გადაწყვეტილებას. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ რისკებს შეიცავს, მაგრამ არსებობს სხვა საფუძველიც. ვინაიდან ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორად და უსაფრთხოდ დაინერგოს “მწვანე პასპორტები”, თუმცა გარკვეული გამოწვევების შედეგად მასთან მიმართებაში რეგულაციები შეიცვლება. განიხილება ყველა სახის ცვლილება დამდგარი საჭიროებებიდან გამომდინარე“ – განმარტა მინისტრმა „რუსთვის 2“-ის ეთერში. 

მსგავსი თემები