„ჩემო „კულტურულო“ თაკო, გაიქეცი და დაწექი პარლამენტის წინ“ – კულტურის მინისტრმა დეპუტატი კულტურულად გალანძრა   

„უღირსი“, „მონა“ „სამარცხვინო“ – ეს იმ სიტყვების მცირე ჩამონათვალია, რაც დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან ისმოდა. ამ სიტყვები ადრესატი კი ძირითადად, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი გახდა.

დეპუტატებისთვის ანგარიშიც ჩასაბარებლად მისულმა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა თაკო ჩარკვიანი კულტურულად გალანძღა და ყველა მისი განცხადება, რომელიც ჩარკვიანმა დაარღვია, საპარლამენტო ტრიბუნიდან მოასმენინა.

„თქვენ უღირსი დეპუტატი ხართ, რომელიც მშობლებს ეხებით. ჩემი მამა ზოგიერთი გარდაცვლილი მამისგან განსხვავებით დასაფლავებულია სვანეთში, მის მიერვე აგებული ეკლესიის ეზოში და ყველა ვინც მის საფლავთან ჩაივლის, ამბობს, რომ ეს კაცი ამ ადგილას, ამ საფლავში წოლას იმსახურებს. ჩემი მშობელი საფლავშიც ღირსეულია და მასთან დაკავშირებით არც ამვლელი ამბობს აქ რატომ მარხიაო და არც ჩამვლელი“ – ასე მიმართა წულუკიანმა ჩარკვიანს.

მინისტრმა დეპუტატს ურჩია, გაიქცეს და  პარლამენტის წინ წამოწვეს და ლეიბსაც კი დაჰპირდა.  

“ქალბატონო თაკო, მგონია, რომ თქვენგან განსხვავებით ღირსება მაქვს. მე თქვენს მშობლებს ძალიან დიდ პატივს ვცემ. თქვენს გარდაცვლილ მამას – დიდ ქართველ პოეტს. დიდი პატივს ვცემ თქვენს დედას. არ ვიკადრებ, რომ თქვენს მშობლებს მივაყენო შეურაცხყოფა. თქვენ ქალბატონო თაკო კიდევ უფრო დიდი უღირსი საქციელი ჩაიდინეთ და ჩემს მშობლებს შეეხეთ, რომელთაგან ერთი გარდაცვლილია. ღიად მინდა გითხრათ, ჩემი მამა, ავთანდილ წულუკიანი ძალიან დიდი ქართველი ვაჟკაცი კაცი იყო. ის იყო კაცი, რომელიც თქვენი გარემოცვის ძალიან ბევრ კაცს ტოლს არ დაუდებდა. ის საფლავშიც კი სჯობია ძალიან ბევრს კაცს, თქვენს გარემოცვაში კაცი რომ ჰგონია თავი. ვგულისხმობ პოლიტიკურ გარემოცვას, თორემ ოჯახისადმი პატივისცემას კიდევ ერთხელ გიდასტურებთ“, – ასე მიმართა თეა წულუკიანმა თაკო ჩარკვიანს საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მსგავსი თემები