„თვენ ხართ სამარცხვინო, ივანიშვილის მონა, „მონა ქალი იზაურა“ და ყველაზე ოდიოზური ქალი“ – წულუკიანი ჩარკვიანს

საკანონმდებლო ორგანოში დღეს ქალების სიტყვიერი დაპირისპირება განსაკუთრებით ჭარბობდა. კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატების კითხვებს პასუხობს, ოპოზიციონერი დეპუტატების არცე ერთი რეპლიკა უპასუხოდ არ დატოვა და უფრო მეტიც, მათ მონები და სამარცხვინოებიც უწოდა.

დღეს, თაკო ჩარკვიანისა და თეა წულუკიანის შელაპარაკება გამორჩეული იყო. წულუკიანი საპარლამენტო ტრიბუნიდან საუბრობდა, თაკო ჩარკვიანი კი რეპლიკებს დარბაზიდან ისროდა.     

„ქალბატონო თაკო. თქვენ დაგიბრუნდებით მე. დრო თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ რუსთაველზე გახვიდეთ, გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ. აბა რისთვის გაქვთ დრო? რატომ დამხვდით აქ დასკუპებული, ხომ ამბობდით არ შევალო პარლამენტში. ქალბატონი თამარი ამბობს, მე იმიტომ შემოვედი პარლამენტში, რომ თქვენ ჩამოგათრიოთ იქიდან სადაც ხართო.  ეს არ არის სიძულვილის ენა? არა, ეს სიყვარულით ნათქვამია? სიყვარულს ასხივებს ქალბატონი თაკო“ – ასე უპასუხა თეა წულუკიანმა თაკო ჩარკვიანის რეპლიკებს.  

ამის შემდეგ წულუკიანმა ტელეფონში თაკო ჩარკვიანის ჩანაწერები ჩართო, სადაც ის საუბრობს, რომ პარლამენტში არ შევიდოდა და ბიძინა ივანიშვილის მონა ვერ გახდებოდა და ჩარკვიანს მიმართა:

„რაკი პარლამენტში შემოხვედით, თქვენ ხართ სამარცხვინო, თქვენ ხართ ივანიშვილის მონა, „მონა ქალი იზაურა“ ნანახი გაქვთ ალბათ. ეს მონა ხართ თქვენ. თქვენ ხართ ერთადერთი ყველაზე ოდიოზური ქალი ოპოზიციონერი“ – მიმართა მინისტრმა დეპუტატს.  

მსგავსი თემები