“ეს კულტურის კი არა უკულტურობის მინისტრობაა, საოცრებაა, რომ თქვენ წარმოადგენთ კულტურის სფეროს საქართველოში” – გიორგი ვაშაძე

პარლამენტი “მინისტრის საათის” ფორმატში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს უსმენს. დეპუტატებს თეა წულუკიანმა მისის უწყების მიღწევები და გამოწვევები გააცნო.

ამ წუთებში პლენარულ სხდომაზე კითხვა-პასუხის რეჟიმი მიმდინარეობს. კანონმდებლები სხვადასხვა საკითხებით დაინტერესდნენ. მათ შორის, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე დაინტერესდა, ის ეპითეტები, სიძულვილის ენა, რომლითაც, მისივე შეფასებით, მინისტრი კანონმდებლების წინაშე წარსდგა, არის თუ არა კულტურის ახალი სტანდარტი.

“ეს კულტურის მინისტრობა კი არა უკულტურობის მინისტრობაა, რაც თქვენ დღეს აქ წარმოაჩინეთ. მართლა საოცრებაა, რომ თქვენ წარმოადგენთ დღეს კულტურის სფეროს საქართველოში თქვენი დამოკიდებულებით,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გარდა ამისა, “ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა მინისტრს ჰკითხა, თუ რატომ არ დადის  წულუკიანი კომიტეტებზე მოსმენებზე.

მსგავსი თემები