საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 67 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 67 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 258-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 100 პირს დაუდასტურდა, 3 397 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 2 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 731 შემთხვევა გამოვლინდა, 4 295 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 72 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები