„სანდრას დაჭერა და საკუთარი თავის გათავისუფლება უნდა“ – კობახიძე სააკაშვილზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, პატიმარი პრეზიდენტი საკუთარ დანაშაულს არა მხოლოდ საკუთარ თანაგუნდელებს, არამედ ოჯახის წევრებს აბრალებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს სანდრას დაჭერა უნდა.   

„ერთი, რაც გავიგეთ, არის ის, რომ სანდრას დაჭერა და საკუთარი თავის გათავისუფლება უნდა. ეს არის მთავარი ფაბულა მისი დღევანდელი გამოსვლის. რაც ვნახე ამონარიდებში, არის იმის გაგრძელება, რაც პირველ შემთხვევაში მოვისმინეთ. ეს არის სიცრუის წარმოუდგენელი ტირაჟირება და გადაბრალება საკუთარ თანაგუნდელებზე და ახლა უკვე ოჯახის წევრებზე იმ დანაშაულების, რომლებიც რეალურად მას აქვს ჩადენილი. მას მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და შესაბამისი სასჯელი ეკუთვნის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც ბიუჯეტიდან9 მილიონი ლარის გაფლანგვა იხილებოდა, გააცხადა, რომ ამ ხარჯებში უამრავი თანხაა სანდრასი, რომელსაც ის ბავშვებისთვის ხარჯავდა  და მაშინ სანდრაც უნდა გაასამართლონ.

მსგავსი თემები