„მე არ მაქვს ბევრი დრო, მე ვარ უკრაინის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი და რეგიონში პოლიტიკური ლიდერი“ – მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ  მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა დაიწყო. მიხელ სააკაშვილმა მოსამართლეს მიმართა, რომ სასამართლო პროცესები დროულად გახსნას, რადგანაც, როგორც პოლიტიკურ ლიდერს, მას ბევრი დრო არ აქვს.  

„ამ სასამართლო დარბაზში მომიყვანეს 3 საათით ადრე. სასამართლო დაიწყო 50 წუთის დაგვიანებით. როგორც ჩანს, თქვენ ბევრი დრო გაქვთ. მე არ მაქვს ბევრი დრო, მე ვარ უკრაინის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი. მე ვარ საქართველოში აქტიური პოლიტიკოსი, მე ვარ რეგიონში პოლიტიკური ლიდერი  და მაქვს ჩემი პოლიტიკური საქმიანობა და ნამდვილად არ მაქვს დრო, ფუჭად ხარჯვის კომედიებზე, 4 საათი სარდაფში მოყუჩების და კარად დამწნილების.  მომიყვანეთ დროზე და ყველა გამოცხადდეს დროზე“ – მიმართა ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა სასამართლოს.  

მსგავსი თემები