„ოცნებაზე“ საუბარი ზედმეტია, მხილებულიც არის და გადამხილებულიც, ამიტომ მირჩევნია, სააკაშვილმა ისაუბროს ამ სამარცხვინო ბრალზე და მიმართოს საზოგადოებას” – ნიკა გვარამია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სჯობს დღევანდელ პროცესზე სააკაშვილმა „სამარცხვინო ბრალზე ისაუბროს და მიმართოს ქართულ საზოგადოებას“. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ქართულ ოცნებაზე“ საუბარი ზედმეტია, მხილებულიც არის და გადამხილებულიც. ამიტომ მან მირჩევნია ისაუბროს ამ წარდგენილ სამარცხვინო ბრალზე და როგორც წინა ჯერზე მიმართოს ქართულ საზოგადოებას. ამ საქმეში შეკითხვები არ არის, არის მხოლოდ მზა პასუხები და ეს პასუხები არის ტყუილები,“ – განაცხადა ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესზე წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება პოლიტიკურ ბრალდებებს.

მსგავსი თემები