გორის ჰოსპიტალიდან ექსკორტი გავიდა, სავარაუდოს მიხეილ სააკაშილი სასამართლოში გადაჰყავთ   

11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყება. დიდი ალბათობით, თავად ბრალდებული სასამართლო პროცესს დაესწრება, რადგანაც რამდენიმე წუთის უკან, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ექსკორტი გავიდა.  

დღეს, სასამართლო 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეს განიხილავს. როგორც ბრალდების მხარე აცხადებს, ეს თანხა ყოფილმა პრეზიდენტმა პირადი ფუფუნებისთვის დახარჯა. როგორც პროკურატურა ამტკიცებს, მათ შორისაა 150 000 ლარამდე სტილისტთან გადახდილი თანხა, 600 000 ლარამდე კი არის გახარჯულია ეპილაციაზე, ბოტოქსებსა და სხვა პროცედურებზე.

თავად ბრალდებული სასამართლო პროცესზე დასწრებას ითხოვს.  

მსგავსი თემები