„პოსტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი“ – მარიამ ჯიშკარიანის თქმით, სააკაშვილს სასამართლოზე დასწრება შეუძლია

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვა. როგორც ჯიშკარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს, არსებული  მდგომარეობის მიუხედავად, სასამართლო პროცესზე დასწრება შეუძლია.

„დასტურდება პოსტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი, რაც კავშირშია ციხეში და სისტემაში წამების ფაქტთან. ასევე, არის ნევროლოგიური სიმპტომატიკა. ეცეფალოპათიაზეა საუბარი, რომელიც შიმშილობის შედეგი გახლავთ. პაციენტი საჭიროებს სტაციონალურ მულტიდისციპლინურ მკურნალობა-რეაბილიტაციას. სასამართლო პროცესზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს. მას ისეთი ფსიქიკური აშლილობა არ აღენიშნება, რომ სასამართლო პროცესზე ვერ წარდგეს. თუმცა, ამის დასკვნას მე ვერ გავცემ, ეს ექიმებმა უნდა შეაფასონ“ – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რონ 7 ნოემბრის საქმეზე  მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ, 29 ნოემბერს არის ჩანიშნული. თავად სააკაშილი პროცესზე დასწრებას ითხოვს. საქმის განმხილველი მოსამართლევ აცხადებს, რომ თუ სააკაშვილს პროცესზე არ მიიყვანენ, სასამართლო არ ჩატარდება.

მსგავსი თემები