„მკვლელიც რომ იყოს ადამიანი, მისდამი მოქცევა გარკვეულ ფარგლებში უნდა ჯდებოდეს“ – მოსამართლე მიხეილ სააკაშვილს კადრებზე

„მოსამართლეობა ტვირთია. შენი სიტყვით ადამიანი ან ციხეში მიდის, ამ სახლში. ან სწორ გზას ადგება, ან დანაშაულებრივ გზას აგრძელებს. როგორც ადამიანს და როგორც მოსამართლეს, ძალიან მძიმე რეაქცია მქონდა. ძალიან განვიცადე, იმიტომ რომ მკვლელიც რომ იყოს ადამიანი, მისადმი მოქცევა გარკვეულ ფარგლებში უნდა იჯდეს. რაც ჩვენ გვაჩვენეს, საკმაოდ მძიმე სანახავი იყო“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი საქმის განმხილველი მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი იმ გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, როგორ მიათრევენ და ძალით შეჰყავთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში.   

მოსამართლე იმ ფსიქოლოგიურ წნეხზეც საუბრობს, რაც გლდანში გადაყვანილ მიხეილ სააკაშვილს პატიმრებმა მოუწყვეს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი გამოსაკვლევია.  

„ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, ყველაფერი უნდა გამოიკვლიო და თუ მიხვედი იმ დასკვნამდე, რომ ამ ყველაფერმა ამ ადამიანის ტანჯვა გამოიწვია, მაშინ რა თქმა უნდა მას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია” – აცხადებს მოსამართლე „ტვ პირველთან“.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. საუბარია 7 ნოემბრის საქმეზე. საქმის მოსამართლე კი ლიანა ორკოდაშვილია. მას იმედი აქვს, რომ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე მიიყვანენ. წინააღმდეგ შემთხვევაშ ამბობს, რომ სასამართლო არ ჩატარდება.    

მსგავსი თემები