„დაუყოვნებლივი აქტიურობა, არანაირი შესვენება, ასეთი არაფერი გამიგია“ – გიული ალასანია

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ის გაოგნებულია შეფასებებით, რომელიც ისმის. „გმირის გმირობა როგორ შეიძლება დამაზიანებელი იყოს ოპოზიციისთვის. არავითარი შესვენება და მხარ-თეძოზე წამოწოლა, დაუყოვნებლივი აქტიურობა“ – აცხადებს გიული ალასანია.

„ადამიანი არის დათრგუნული, არ არის ის ძველებური ადამიანი, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ. აუცილებელი გზავნილია, რომ იყოს ადამიანი თავისუფალი და ჩვენ, ყველამ, თქვენ,  მთელმა საზოგადოებამ უნდა იმოძრაოს იმაზე, რომ როგორმე ეს ადამიანი გავიყვანოთ თავისუფლებაზე, სხვა გამოსავალი არ არის. გაოგნებული ვარ, გუშინ უცებ მოვისმინე ბრძენი ადამიანის ასეთი განცხადება, რომ თურმე, ნუ იტყვი და აი, ამისმა 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა თურმე ოპოზიციური მოძრაობა. წარმოგიდგენიათ? სადმე ვინმეს გაუგია ასეთი ისტორიული ფაქტი, რომ გმირის გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას? ასეთი რამ გაუგია ვინმეს? აი, ასეთ მდგომარეობაში ვართ. დაუყოვნებლივი აქტიურობა, არავითარი შესვენება“, – განაცხადა გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები