„არ აქვს შესაძლებლობა, ჩაისუნთქოს ჰაერი და დაინახოს მზე“ – ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილზე

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული ყოფილი პრეზიდენტის უკრაინელი მეუღლე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰაერი და მზე სჭირდება. როგორც კლინიკიდან გამოსულმა რადას დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის მუდმივად პალატაშია და ჰაერის სუნთქვის შესაძლებლობა არ აქვს.

„მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კარგის თქმა არ შემიძლია. ისევ სუსტადაა. მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა პროცედურა, შედიან ექიმები. ჩვენი შეხვედრა ბევრჯერ ჩაიშალა იმის გამო, რომ უკეთებდნენ დიაგნოსტიკას. ის გახდა დაახლოებით კიდევ სამი კილოგრამით. მუდმივად იმყოფება პალატაში. პოსტ-ტრავმული სინდრომის დროს, რომელიც მას აქვს, ცუდია, რომ არ აქვს შესაძლებლობა, ჩაისუნთქოს ჰაერი, დაინახოს მზე. ძალიან ცუდია,  როდესაც ადამიანი ასეთ პირობებში იმყოფება“ – განაცხადა ლიზა იასკომ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები