„სად გვჭირდება მწვანე სტატუსის წარდგენა? – ეს არის რესტორნები, კაფეები, ბარები, ღია და დახურული სივრცე. ეს არის კინოთეატრები, თეატრები, ოპერები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები“ – ამის შეახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბი უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მისი თქმით მწვანე სტატუსი საჭირო იქნება ასევე სამორინეებში, სპა ცენტრებში, ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებში და სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.