იაგო ხვიჩიას განცხადებით მიხეილ სააკაშვილს უკრაინისთვის ამზადებენ და ჩვენ გვაპარებენ

  •  

პარლამენტის წევრი, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინისთვის ამზადებენ. მისი შეფასებით, ხელისუფლება  მოსახლეობას ამ ყველაფერს ნელ-ნელა აპარებს.

„მიხეილ სააკაშვილთან დადებული პირობის შესასრულებლად და იქ გასაშვებად ემზადებიან, სადაც არჩევნებამდე იყო. ასე ნელ-ნელა გვაპარებენ. პოლარიზაციის შემცირების გზად ეს გამოდგება“ – აცხადებს იაგო ხვიჩია.

მას არაერთხელ გაუჟღერებია, რომ კარგი იქნება, თუ სააკაშვილს უცხოეთში გაუშვებენ სამკურნალოდ. ხვიჩია ამჯერადაც ამ აზრს ემხრობა და ამბობს, რომ ამ არჩევანს მხოლოდ მიესალმება.

მსგავსი თემები