ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 923-ია. აღნიშნული მაჩვენებლიდან 6 611 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 592, აჭარაში – 525, იმერეთში – 1 416. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 691 პირი, მათ შორის, თბილისში – 663, აჭარაში – 126, იმერეთში – 505. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 377 პირი, მათგან თბილისში – 210, აჭარაში – 44, იმერეთში – 39. 1 084 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 695 – თბილისში, 212 – აჭარაში. 39 228 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 49, ხოლო აჭარაში – 9.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 23 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 293 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 982 ადამიანი.