“ნამდვილი გმირობაა, რაც ქართველმა ექიმებმა ჩაიდინეს” – ირაკლი კობახიძე

ათასი მადლობა, ყოველდღე მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს, ეს ნამდვილი გმირობაა, რაც ქართველმა ექიმებმა ჩაიდინეს, ძალიან ბევრმა ქვეყანამ, ჩვენზე ბევრად უფრო წინ წასულმა და განვითარებულმა ქვეყანამ უბრალოდ ვერ გაუძლო ინფიცირებულთა იმ რაოდენობას, რომელიც ჩვენ გვქონდა, მაგრამ ჩვენ შევძელით ეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვაში“ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს შეძლეს ექიმებმა და ყველაფერი გაკეთდება, რათა მათი თავდადება მაქსიმალურად დაფასდეს.

„კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაფასდეს მათი ეს თავდადება და გმირული შრომა. რა თქმა უნდა, ხარვეზები გამოიკვეთა პროცესში, სისტემა კიდევ უფრო გადაეწყო, ადაპტირდა ამ გამოწვევასთან და ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო მთლიანად ჯანდაცვის სისტემამ. ჩვენ მივიღეთ გაკვეთილები, გამოცდილებაც და ყველაფერზე შესაბამისი რეაგირებაც გვქონდა.

პანდემია გამოწვევაა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და ჩვენმა სისტემამ ძალიან ეფექტიანად გაუძლო და მართა ეს დიდი გამოწვევა. დანარჩენი გამოჩნდება. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ხარისხიანი მედიცინა, ხარისხიანი ჯანდაცვა, ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მიწოდება მოსახლეობისთვის. ეს არის გრძელვადიანი პროცესი, რომელზეც მთავრობა მუშაობს, ჯანდაცვის მინისტრი მუშაობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს სერვისები, რომელიც მიეწოდება ჩვენს მოსახლეობას“,- აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი თემები