„პოლიტიკურ დღის წესრიგში დგება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება“ – ეკა ხერხეულიძე  

პარლამენტის წევრის, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს კვალიფიციური და ფუნდამენტური კვლევა სჭირდება. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დგება მისი გათავისუფლების საკითხი.

„მიხეილ სააკაშვილი გადის ახლა მკურნალობას, კვლევებს, თავისთავად იმ სერვისის ხარჯზე, რაც აქ არის. ეს არ არის სრულყოფილი მკურნალობა. ის საჭიროებს კვალიფიციურ, ფუნდამენტურ კვლევას. ამის შესაძლებლობა აქაც არ არის, მაგრამ ის, რომ ვიღაც დაინტერესებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, თავისთავად მნიშვნელოვანია. მისი  საავადმყოფოში გადმოყვანა არ არის ის გზა, რისთვისაც ქვეყანაში შემოსვლისას მისი მცდელობა იყო გაცხადებული. მისი სურვილია პოლიტიკურ საქმიანობაში სრულფასოვანი ჩართვა. მას არ აქვს არანაირი შესაძლებლობა, სასამართლოებით მიმართოს ხალხს. არ აქვს შესაძლებლობა, პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდეს ხალხთან. ახლა დგება მთავარი საკითხი, მისი გათავისუფლების საკითხი. პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას ეს საკითხი“ – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.  

მსგავსი თემები