„მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა თავისუფლებაზე უნდა მოხდეს“ – ლიზა იასკო

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი მეუღლე აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი სუსტადაა, მისი ჯანმრთელობა განადგურებულია და მკურნალობა თავისუფლად უნდა გააგრძელოს. როგორც ჰოსპიტალიდან გამოსულმა რადას დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა,  ჰოსპიტალი იგივე საპატიმროა, სადაც ფანჯარაც კი არ იხსნება.

„სუსტადაა. მე ის რამდენიმე დღის წინ ვნახე და ვფიქრობ, რომ მაშინ უკეთ გამოიყურებოდა. მისი ჯანმრთელობა განადგურებულია. ძალადობა, წამება და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელიც მან განიცადა გლდანში, მასზე აისახა.  ექიმი არ ვარ, ჩემთვის რთული სათქმელია როგორია ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ვხედავ, რომ ის სუსტადაა და  იტანჯება. დიდი დრო დასჭირდება ჯანმრთელობის მდგომარეობის აღსადგენად. მნიშვნელოვანია, გადაწყვეტის გზების მოძებნა მისი სამედიცინო რეაბილიტაციის თვალსაზრისით, რაც, რა თქმა უნდა, თავისუფლებაზე უნდა მოხდეს“ – განაცხადა ლიზა ისკომ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები