„პრემიერ-მინისტრის ინიციატივა გულისხმობს შრომისუნარიანი მოსახლეობის გააქტიურებას“ – ლევან დავითაშვილი

ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა ახალ სოციალურ პაკეტთან დაკავშირებით გულისხმობს სოციალური საკითხის გაუმჯობესებასა და დასაქმების ხელშეწყობას. მისივე თქმით, ამ საკითხზე იმუშავებს რამდენიმე სამინისტრო, მთავრობის ეკონომიკური გუნდი სპეციალისტებთან ერთად.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ის ადამიანები რა შემოსავალსაც იღებენ ამ სტატუსით, მათ შემოსავალი უნდა გაეზარდოთ, ახალი შესაძლებლობები უნდა გაჩნდეს. უნდა მოხდეს მათი კვალიფიკაციის ამაღლება, გააქტიურება შრომისუნარიანი ადამიანების. ასეთი ჩვენ 240-250 ათასი ადამიანი გვყავს. ამაზე არსებობს დეტალური ინფორმაცია იმის მიხედვით, თუ როგორია სტრუქტურა სოციალური დახმარების მიმღები შრომისუნარიანი მოსახლეობის, რომლებიც არიან წარმოდგენილები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ჩვენ ერთობლივი ძალებით ქვეყანა უნდა ავაშენოთ და ამას სჭირდება საზოგადოების, ყველა იმ ადამიანის ჩართულობა, რომელთაც შესწევს ძალა, აკეთოს საქმე ქვეყნის ასაშენებლად“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ინიციატივა ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკის გასავითარებლად, რადგან ხშირია შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა სფეროში არის კადრების დეფიციტი.

„ეს ინიციატივა ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკის გასავითარებლად. ჩვენ ვნახეთ, რომ იყო დეფიციტი იყო ბევრ სამუშაო ადგილზე, მათ შორის, კერძო სექტორში, სოფლის მეურნეობაში, სამშენებლო სექტორში და ა.შ. ჩვენ ამ ინიციატივის ფარგლებში უნდა შევძლოთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, იმიტომ, რომ მუნიციპალიტეტების დონეზე ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა. მათ შორის ბევრი სამუშაო ადგილი შეიძლება გაჩნდეს ჩვენი სამინისტროს მიმართულებით, ეს უკავშირდება ტყის მოვლას, დაცული ტერიტორიების მოვლას, სადაც ჩვენ ყოველთვის ვხედავთ სამუშაო ძალის დეფიციტს. რა თქმა უნდა ამ ადამიანებს ჩვენ გარკვეული კვალიფიკაცია უნდა მივცეთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი თემები