მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე კომენტარს დავით სერგეენკოც აკეთებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოს განცხადებით, დაავადების გამო სასჯელის გადავადებას საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს თუმცა, კანონში ასევე გაწერილია კონკრეტული კრიტერიუმები.

„მისმა მკურნალმა ექიმმა თქვა, რომ სასურველი იქნებოდა სასჯელის გადავადების შესაძლებლობის განხილვა. მეორე დღეს თქვა, რომ ახლა მთავარია რეფიდინგის პროცესი მიხედილი იყოს, რომელიც ნორმალურად მიმდინარეობს და ეს უკვე შემდეგი ეტაპის მსჯელობაა, რაშიც ვეთანხმები. ნაწილობრივ პირველშიც, რადგან ჩემთვის პაციენტის ინტერესები ყველაზე მაღალია. დაავადების გამო სასჯელის გადავადება კანონმდებლობაში არსებობს, მაგრამ გაწერილია კონკრეტული კრიტერიუმები და იმედი მაქვს, სამკურნალო პროცესი წარმატებით წავა და საჭირო არ გახდება კანონმდებლობის ამ ნაწილის ამოქმედება“ – განაცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასა და ე.წ. თავისუფალი მკურნალობის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ისაუბრა. იგივე პოზიციას იზიარებს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია.

მსგავსი თემები