სააკაშვილის ექიმი მკურნალობაში ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის ჩართვის საჭიროებას ხედავს

  •  

მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი გვიან დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა, მკურნალობის პროცესში ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის ჩართვა გახდეს საჭირო. ამ კუთხით, ნიკოლოზ ყიფშიძე კონსულტაციებს „ემპათიასთან“ გეგმავს.

„მთხოვა ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანს დავუკავშირდე, ეს არის ალტერნატიული კომისია. პრეზიდენტი მას სთხოვს, რომ მოვიდეს ამ რამდენიმე დღის განმავლობაში. მგონია, რომ საჭიროა ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის დამატება ამ დიდ ჯგუფთან ერთად, რომ მისი მკურნალობა გავაგრძელოთ. მადლობას უხდის ჰოსპიტლის თანამშრომლებს, მთავარ ექიმს, მკურნალ, ექიმს. დიდი განსხვავებაა ამასა და გლდანს შორს, მაგრამ საავადმყოფო მაინც საავადმყოფოა“, – განაცხადა ჰოსპიტალიდან გამოსულმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებთან.

როგორც ექიმი ამბობს, მცირე ინციდენტი იყო ფანჯრის გაღებასთან დაკავშირებით და პრეზიდენტს დაპირდნენ, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდება.

„შევხვდი ბადრაგს, ჰოსპიტლის ადმინისტრაციას, შემდეგ ყველა ერთად შევედით ბატონ პრეზიდენტთან. მგონია, ასეთი ინციდენტები აღარ იქნება. მოგახსენებთ, რომ ახლა ფანჯარა ნორმალურია, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ისეთი ფანჯრის დაყენება უნდოდა, როგორიც გლდანის ციხეში ჰქონდა, რომელიც დაახლოებით 1 სმ-ით იხსნება, იმის გამო, რომ პრეზიდენტი ვერ დადის და ვერ გადაადგილდება, მზის სხივები, სინათლე სჭირდება, ამაზე იყო დიდი გართულებები, მაგრამ ეს პრობლემა გადაწყდა“,- განაცხადა მან.

მსგავსი თემები