„არის დამჯერი პაციენტი, ფანჯრის გაღების საშუალებასაც აძლევენ“ – რეანიმატოლოგი მიხეილ სააკაშვილზე

„მისი ემოციური მდგომარეობა ნორმალურია და არ აფორიაქებულა არც ერთ პროცედურაზე, რაც მას ჩაუტარდა. ფანჯრის გაღების საშუალებას  აძლევენ და ვფიქრობ, ეს დისკომუნიკაციის თემები არ არის, ყველაფერი მოგვარებულია“ – აცხადებს რეანიმატოლოგი ინეზა სულამანიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულების გარეშეა.

„არანაირი გართულება ამ ორი დღის განმავლობაში არ ყოფილა. დაკვირვება გრძელდება. რამდენიმე დღე საყურადღებოა, მაგრამ შეგვიძლია, დამაჯერებლად გითხრათ, რომ ამ ეტაპამდე გართულება არ გვქონია. შეიძლება ითქვას, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. გაუმჯობესებულია მისი თვითშეგრძნება, ის ძალიან მადლობელია იმ დახმარებისთვის, რასაც იღებს, არის დამჯერი პაციენტი. კომუნიკაცია შედგა და ყველაფერი მიდის მშვიდ, ძალიან ჰუმანურ რეჟიმში. ბატონი მიხეილ სააკაშვილი ამ ყველაფრით არის კმაყოფილი. დღეს უკვე ყველაფერი რიგზეა, მისი ემოციური მდგომარეობა ნორმალურია და არ აფორიაქებულა დღეს არც ერთ პროცედურაზე, რაც მას ჩაუტარდა. ფანჯრის გაღების საშუალებას, რასაკვირველია, აძლევენ და ვფიქრობ, ეს დისკომუნიკაციის თემები არ არის, ყველაფერი მოგვარებულია“, – აღნიშნა  ინეზა სულამანიძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები