„ჯერ საკვებზე არ გადავსულვარ“ – ელენე ხოშტარია კლინიკაში რჩება

პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია საკვებს ისევ ვერ იღებს. მოშიმშილე დეპუტატი ამ ეტაპისთვის ისევ სპეციალურ სითხეებს იღებს. კლინიკაში კი დაახლოებით ერთი კვირა მოუწევს ყოფნა.

“მეგობრებო, ვაგრძელებ მკურნალობას “ნიუ ჰოსპიტალში”. პროცესი მიდის ისე როგორც უნდა მიდიოდეს. კიდევ ერთი კვირა მომიწევს აქ ყოფნა. ჯერ საკვებზე არ გადავსულვარ, რაღაც სპეციალურ სითხეებს მასმევენ. ალბათ, ზეგიდან შემომაპარებენ საჭმელს ნელ-ნელა”, – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში 17 დღე იშიმშილა.  

მსგავსი თემები