მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასა და თავისუფალ მკურნალობაზე ექიმი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი, ექიმი  გიორგი პაპიაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ექიმი კოლეგის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფალ მკურნალობის საფუძველი არ არსებობს.

„მიკავშირდებიან ჟურნალისტები და მთხოვენ ჩემი მოსაზრების გამოხატვას გუშინ ნიკოლოზ ყიფშიძის მიერ გამოთქმული წინადადების შესახებ პაციენტის თავისუფალ მკურნალობასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ამისთვის სამედიცინო საფუძველი არ არსებობს. ჩვენი ჯგუფი შეიქმნა ერთადერთი მიზნით, რომ შეგვეფასებინა გლდანის მე-18 დაწესებულებაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა და რისკები იქ დარჩენის და შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში.

ჩვენმა გუნდმა ეს გააკეთა პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რის შედეგადაც მოხერხდა ის, რომ დღეს პაციენტი არის გორის ჰოსპიტალში კვალიფიციური სამედიცინო გუნდის ხელში, მას შეწყვეტილი აქვს შიმშილობა და მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს კვების აღდგენის პროცესში, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ იმ ექიმებს, ვინც მას ამჟამად მკურნალობენ, შესწევთ უნარი პაციენტის სრულყოფილი რეაბილიტაციის”, – წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

საუბარია ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებაზე, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი მიიჩნევს, რომ ყოფილ პრეზიდენტს სასჯელი უნდა გადაუვადდეს და მას თავისუფალი მკურნალობის შესაძლებლობა მიეცეს.

მსგავსი თემები