მარტვილის მონასტერში ისევ დაპირისპირება და ხმაურია

მარტვილში, წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ხმაურია. წირვა-ლოცვა ხმაურის, შეძახილისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. მეუფე სტეფანე, რომელიც ტაძარში ჩოხოსნებთან და მრევლთან ერთად მივიდა, განკვეთილი სასულიერო პირები და მათი მხარდამჭერები სხვადასხა შეძახილით დახვდნენ.

„მეუფე სტეფანეს არც ერთი ადგილობრივი არ ჰყავს, თვით ადგილობრივი სამღვდელოებაც არ ამოჰყვა, აქ არც ერთი ადამიანი არ იღებს მას. დაგვიბრუნონ ჩვენი მამაოები, რომლებიც განკვეთეს ტაძრიდან“, – აცხადებენ ტაძრიდან განკვეთილი ყოფილ სასულიერო პირები.  

როგორც განკვეთილმა მამა ათინოგენმა ჟურნალისტებს განუცხადა, მეუფე ტაძარში „კაზაკებთან“ ერთად ამოვიდა.

„კაცი, რომელიც არის ცრუ, მატყუარა და ეპისკოპოსობის განცდით მოსული, წირვას ატარებს. “კაზაკები” ჰყავს მოყვანილი. ყველა მოსული ხალხია, არ ვიცნობთ ამ ხალხს. მოსულები არიან იმისთვის, რომ თავიანთი ძალა აჩვენონ, რომ უშიშროება, მილიცია სამთავრებო განცდა მათ მხარს უჭერს და ძალას გვაჩვენებენ“ – განუცხადა განკვეთილმა მამა ათინოგენმა ჟურნალისტებს.

მარტვილში, წაჩხურუს მონასტერში მეუფე სტეფანე მთავარანგელოზობის აღსანიშნავად წირვას აღავლენს.

მსგავსი თემები