ვირუსით 3 357 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 361 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 357 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 772  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  9.77%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  812 246-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.77%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.31% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.01%.

მსგავსი თემები