„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურად კრიტიკულია“ – ნიკოლოზ ყიფშიძე

მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გვიან ღამით გადაიყვანეს. როგორც ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმი აცხადებს, მისი მდგომარეობა სტაბილურად კრიტიკულია.

როგორც ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს, 20 ნოემბერს  პირველი კონსილიუმი, სამთავრობო კონსილიუმი შეიკრიბება. სახალხო დამცველთან შექმნილი კონსილიუმის შეხვედრა კი 2 დღეში შედგება.

„ტრანსპორტირება ჩატარდა ნორმალურად. მოხერხდა ავადმყოფის ჩამოყვანა გორში, იქვე ჩაუტარდა რამდენიმე ტესტი. მდგომარეობა მძიმეა, რთულია. ხვალ იქნება პირველი კონსილიუმი, ამჟამად იქნება სამთავრობო კონსილიუმის შეხვედრა, შუადღისას დაახლოებით, სადაც განვიხილავთ მკურნალობის სქემას ადგილობრივ ექიმებთან. საკმაოდ ბევრს მე ვიცნობ, რომლებიც აქ მუშაობენ, ძალიან კარგი და გამოცდილი ექიმები არიან. ამის გარდა მორიგეობს რესპუბლიკური საავადმყოფოს ჯგუფი, რეანიმატოლოგები, რომლებიც დღეს დარჩებიან და სულ იქნებიან აქ მორიგეობით. ნინო ლომჯარიას კონსილიუმი ალბათ შედგება დაახლოებით ორ დღეში“ – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები