„ბადრაგებს რომ გაჰყავდათ, მოწყვეტით წაიქცა“ – ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილზე

ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსული ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ექიმებმა იყოჩაღეს და მიხეილ სააკაშვილი გონზე მოიყვანეს.  

„ჩემი თვალით რაც მაქვს ნანახი იმას ვამბობ. იყოჩაღეს ექიმებმა. განსაკუთრებით უნდა ავღნიშნო ქალბატონი დემურიშვილი. მიხეილ სააკაშვილი რომ შემოვიდა, უკვე მივხვდით, რაც ხდებოდა. დილიდან ცუდად იყო და წამოსვლას ვაპირებდით. ლაპარაკი უჭირდა ძაან. რამდენჯერმე თავი მაგიდისკენ წაიღო, უჭირდა თავის დაჭერა, რომ გამოვდიოდით, ბადრაგს გაჰყავდა და მოწყვეტით წაიქცა.

ასეთ ვითარებებში სრული დამბლა მემართება. მოკლედ, მოვიდნენ ექიმები. აიყვანეს, რამდენიმე წუთში მეც ამიყვანეს. როგორც კი სისტემა დაუყენეს, ფერზეც მოსულია. ქვემოთ რომ წაიქცა, კონტაქტური არ იყო. რომ წაიქცა, ჩავთვალე, რომ ინსულტი იყო. სამწუხაროდ, ასე არ არის. ამ წუთებში ის რეანიმაციაში იმყოფება და შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.  

შეგახსენებთ, რომ მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და წაიქცა, შეხვედრების ოთახში მასთან ერთად იმყოფებოდნენ მისი ადვოკატები მაშო შორის ნიკა გვარამიაც.

მსგავსი თემები