“შეიძლება, მომენტალურად დაიწყოს მულტიორგანული გართულება” – ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის ყველა წევრი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაყვანა სჭირდება. 9 ექიმისგან შემდგარი ჯგუფი დასკვნას ცოტა ხანში მოამზადებს.  

„ჯერ საბოლოო დასკვნამდე არ მივსულვართ. დაახლოებით ნახევარი საათი გვჭირდება, მაგრამ კარგი არის ის, თითქმის ყველა ერთ აზრზე ვართ და ცოტა ხანში ნახავთ, დასრულების ტექსტს ვწერთ“, – განაცხადა გრიგოლიამ ჟურნალისტებთან.

ექიმები ერთხმად აცხადებენ, რომ საჭიროა ინტენსიური თერაპია.

„რეანიმაციას სააკაშვილი ჯერ არ საჭიროებს, მას სჭირდება ინტენსიური თერაპია, სადაც უნდა მკურნალობდნენ არა მხოლოდ რეანიმატოლოგები, არამედ თერაპევტები, ენდოკრინოლოგები, გასტოენტეროლოგები და ასე შემდეგ. მიხეილ სააკაშვილი არის შიმშილობის იმ სტადიაში, როდესაც შეიძლება, მომენტალურად დაიწყოს მულტიორგანული გართულება. როდესაც ადამიანი ხანგრძლივად შიმშილობს, მას ყველა ორგანოს დაზიანება განუვითარდება და შედარებით ნორმალური მდგომარეობიდან უკვე ფატალურ მდგომარეობამდე ძალიან ცოტა დროა. ამას სჭირდება ძალიან ბევრი სხვადასხვა სახის სპეციალისტის არსებობა, ბევრი კვლევა. იქ ყველა სპეციალისტი ადგილზე არ ჰყავთ, არიან გამოძახებით. რაც მე ერთი შეხედვით ვნახე, დიდი განსხვავებაა იმ აწყობილ საავადმყოფოს მუშაობასა და ამ დაწესებულების მუშაობას შორის. დეტალები უკვე გვექნება დასკვნაში“, – განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

ანალოგიურად ფიქრობენ სხვა სპეციალისტებიც.

მსგავსი თემები