ევროკავშირის ელჩი მიესალმება ომბუდსმენის მიერ კონსილიუმის შექმნას

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინიციატივას და ალტერნატიული კონსილიუმის შემნას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დადებითად აფასებს და აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელში აფიქსირებს.

„მივესალმები ომბუდსმენისა და მისი გუნდის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ობიექტურად შეფასების მიზნით შექმნილ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფს, როგორც მისი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური მანდატის შესრულების ნაწილს, ზედამხედველობა გაუწიოს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვას”, – წერს ელჩი კარლ ჰარცელი „ტვიტერში“.

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მოიწვია. ჯგუფს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ ენდობა. აღნიშნულთან დაკავშირებით მან განცხადება დრეს მედიასთან გააკეთა და ექიმებს პოლიტიკურად მიკერძოებულები უწოდა.   

მსგავსი თემები