„მან გადაწყვიტა შიმშილობა, მას არ ავალდებულებენ შიმშილობას“ – დეკანოზი ანდრია მიხეილ სააკაშვილზე

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა პოლიტიკური ინსტრუმენტია და საპატრიარქო პოლიტიკურ ნაწილში ვერ ჩაერევა.  

„ბატონი მიხეილი შიმშილობს პოლიტიკური მოთხოვნით, მას არ აშიმშილებენ. ეს არის პოლიტიკური მიზნის მიღწევის ერთ-ერთი გზა. ამიტომ, ამაში საპატრიარქოს მხრიდან აქტიური ჩარევა იქნება შეფასებული აუცილებლად პოლიტიკურად. მან გადაწყვიტა შიმშილობა, მას არ ავალდებულებენ შიმშილობას. ჩვენ მას მოვუწოდეთ და ნებისმიერ მოშიმშილეს მოვუწოდებთ, რომ ეს არის მისი ჯანმრთელობისთვის საზიანო. საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება არ არის ქრისტიანულად გამართლებული“ – განმარტავს დეკანოზი.  

მსგავსი თემები