„შეწყვიტოს დესტრუქცია, შეწყვიტოს შიმშილობა და დაასვენოს ეს ქვეყანა“ – ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს და ამის შემდეგ მას არანაირი  მაღალტექნოლოგიური ჩარევა არ დასჭირდება.

„შეწყვიტოს დესტრუქცია, შეწყვიტოს შიმშილობა და დაასვენოს ეს ქვეყანა. თვითონაც დაისვენებს მგონი მინიმუმ 6 წელი, სადაც იჯდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მისივე შეფასებით, შიმშილობის შეწყვეტის  შემთხვევაში,  მას მკურნალობა საერთოდ არ დასჭირდება.

„შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, არავითარი მაღალტექნოლოგიური ჩარევა არავის სჭირდება. გარდა ამისა, ერთადერთი კლინიკა საქართველოში, რომელსაც აქვს მოშიმშილეებთან მუშაობის გამოცდილება, სწორედ გლდანის ციხის საავადმყოფოა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დღესავით ნათელია“,- განმარტა ირაკლი კობახიძემ მედიასთან.

მსგავსი თემები