ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველის შერჩეულ კონსილიუმს არ ენდობა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, არც ნინო ლომჯარია და არც მისი შერჩეული კონსილიუმი ნდობას არ იმსახურებს.

„იცით, ზოგადად, როგორია ჩვენი ნდობის ხარისხი ლომჯარიას მიმართ და ნდობას რომ არ იმსახურებს ეს გამომჟღავნდა იმ შემადგენლობითაც, რომელიც გამოქვეყნდა. ყველა ხედავთ, რომ ამ ჯგუფის ყველა წევრი არის პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებული, რაც დასტურდება მათი არაერთი საჯარო განცხადებით. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ინტერესი ამ ნაბიჯის უკან ძალიან ნათლად იკითხება, ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო ნაბიჯი, რომელსაც ნინო ლომჯარია დგამს“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა ექიმების შემადგენლობით კონსილიუმი შექმნა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში მოინახულა. აღნიშნულ კონსილიუმს მაღალი ნდობა გამოუცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ექიმმა დავით სერგეენკომ, რომელმაც აღნიშნა, რომ ისინი პროფესიონალები არიან.     

მსგავსი თემები