„გააჩნია, რა შევუნდოთ, ვის შევუნდოთ და როდის შევუნდოთ“ – დეკანოზი მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას

დეკანოზი ადნრია ჯაღმაიძე მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საუბრისას შენდობის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს ქრისტიანული თვალსაზრისით სრულიად გასაგებია, თუმცა, მნიშვნელოვანია თანასწორობის ზღვარი.

„შევუნდოთ ერთმანეთს, ეს ქრისტიანული თვალსაზრისით სრულიად გასაგებია, თუმცა, გააჩნია რა შევუნდოთ? ვის შევუნდოთ? როდის შევუნდოთ? რას ნიშნავს ეს შენდობა? ასე საყოველთაოდ სხვა ველზე გამოსატანი არ არის ეს საკითხი. ადამიანებს შეხედულებები განსხვავებული აქვთ. მე შემიძლია თქვენ შეგინდოთ, მაგრამ, თქვენ შეგიძლიათ მე იმდენივე შემინდოთ? გააჩნია მე რამდენის მოთმენა და შენდობა შემიძლია და სხვას რამდენი. სად უნდა გაივლოს თანასწორობის ზღვარი. სამართლიანი არ იქნება მე მეტი შეგინდოთ და თქვენ ნაკლები“ – აცხადებს დეკანოზი.   

მსგავსი თემები