საქართველოში კორონავირუსის 4 732 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 812 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 732 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 812 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 72 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 707 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 426, „პისიარ“ ტესტით – 19 281.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის – 9,33%, ბოლო 14 დღის – 9,77%, ბოლო შვიდი დღის – 9,11%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 795 847 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 731 996 გამოჯანმრთელდა, 11 212 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 066 15 აცრა, დღიურად აცრილია 8 233.

კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 614 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 175 პირი.

ამასთან, 16 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 785 პაციენტი, გარდაიცვალა 83.

მსგავსი თემები