“ერთი სამედიცინო მუშაკიც ვერ იტყვის, რომ ეს საავადმყოფო არის პოლიპროფილური” – ოპოზიცია სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე პროტესტს არ წყვეტს

ოპოზიცია პროტესტს განაგრძობს. მოთხოვნები უცვლელია – დროულად გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულება შესაბამისად აღჭურვილი არ არის. მათივე მტკიცებით, მოთხოვნების შესრულებამდე წინააღმდეგობა არ შეწყდება.

“ერთი სამედიცინო მუშაკიც არ არის, რომელიც იტყვის რომ ეს საავადმყოფო არის პოლიპროფილური და მაღალტექნოლოგიური. თუ პოლიპროფილურია, შარშან 585 პატიმარი რატომ არ გადაიყვანეთ ამ სამკურნალო დაწესებულებაში და რატომ გადიაყვანეთ სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში?!” – ამბობს”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.

მსგავსი თემები