მიხეილ სააკაშვილი მოშიმშილეების სოლიდარობისთვის მადლობას უხდის

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი მორიგ წერილს აგზავნის და მოშიმშილეებს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის. ყოფილი პრეზიდენტი ასევე მადლობას უხდის პაატა ბურჭულაძესა და მეუფე იოსებს:

„მივესალმები ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოს მოშიმშილე წევრებს, რომლებიც შეუერთდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებს სოლიდარობის უმაღლეს აქტში – შიმშილობაში. ეს იმეორებს მსოფლიოს ისტორიაში შესულ მაჰათმა განდის შიმშილობას, რომელმაც დაამარცხა იმპერია და გაათავისუფლა საკუთარი ქვეყანა.

ახლა შევიტყვე, რომ საქართველოს ეროვნული საგანძური, პაატა ბურჭულაძე, იწყებს სოლიდარობის შიმშილობას. პიროვნებას, რომელიც ამას წინათ ჩემს მიერ აშენებულ ქუთაისის ოპერაში არ შეუშვეს, უხდება შიმშილობაში ჩართვა – ეს სამარცხვინოა. მეორეს მხრივ – ეს არის კეთილშობილების და დიდბუნებობის უმაღლესი აქტი. ბოლოს, მადლობა ძალიან კეთილშობილ და უწესიერეს შემოქმედის მიტროპოლიტს, იოსებს, მხარდაჭერისთვის. მინდა თქვენს მოწოდებაზე გიპასუხოთ, რომ მეუფეო, ძალიან ბევრს ვლოცულობ ჩემი სამშობლოსთვის და მისი და ჩემი თავისუფლებისთვის”, – წერს მიხეილ სააკაშვილი. 

მსგავსი თემები