მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმები განცხადებას ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებენ

იუსტიციის მინისტრი რატი  ბრეგაძე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ამ წუთებში მედიისთვის პრესკონფერენციას მართავს. მინისტრი პატიმარ სააკაშვილთან და მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრობს და განმარტავს რა პირობებში იხდის სასჯელს პატიმარი.

როგორც მინისტრი განმარტავს. მისი ყველა სამედიცინო საჭიროება დაკმაყოფილებულია. რატი ბრეგაძემ განმარტა რატომ მოხდა სააკაშვილის  გადაყვანა რუსთავის საპატიმროდან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში. ასევე, განმარტა რომ მოწვეულია ექიმების დამატებითი ჯგუფები, რომელიც მას სამედიცინო მეთვალყურეობას უწევს.

მისი თქმით, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და დააანონსა რომ ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განცხადებას პატიმარი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

მსგავსი თემები