მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დღეს ისევ ხმაური იქნება. 11:00 საათზე ჩანიშნულია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც  საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს უკავშირდება.

როგორც ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია ჟურნალისტებთან აცხადებს,  მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრება იმდენად ეშინიათ, მას არც ამ პროცესზე დასწრების შესაძლებლობას მისცემენ.

„ხელისუფლების დისკურსია, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ტყვეობაში, აბსოლუტურ იზოლაციაში იმყოფებოდეს, რომ საზოგადოებისთვის მიმართვის შესაძლებლობა არ ჰქონდეს. კარგად ვიცით, როგორ ცდილობს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს შესაძლებლობა, სასამართლოს წინაშე წარსდგეს და საჯარო, ღია პროცესზე ისაუბროს. მათ ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენის“ – აცხადებს ბასილაია.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. საუბარია ქვეყანაში სატვირთო ავტომანქანით შემოპარვაზე.

მსგავსი თემები