„პატიმრის მონახულება მაცხოვარმა დაგვავალა“ – მიტროპოლიტი მიხეილ სააკაშვილის ზიარებაზე

მეუფე ნიკოლოზის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ზიარებასთან დაკავშირებით ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ჟურნალისტების კითხვას პასუხობს და აცხადებს რომ ეს ქრისტიანული საქმეა. მისივე შეფასებით, არის შემთხვევები, როცა ადამიანი მარხვას არ იცავს, თუმცა, სასულიერო პირი მას მაინც აზიარებს.  

,,მეუფე ნიკოლოზმა აზიარა პრეზიდენტი სააკაშვილი და ეს იყო მისი გადასაწყვეტი. ის უშუალოდ წყვეტს, როცა ადამიანს სულიერ თემაზე ესაუბრება, როცა აღსარებას იბარებს, აზიაროს, თუ არა. გააჩნია კონკრეტულ ვითარებას. როცა ადამიანი საგანგებო,  განსაკუთრებულ მდგომარეობაშია, ან ავად არის, ან რაიმე სხვა უკიდურესად რთული გარემოა, შეიძლება მაშინ ადამიანი ნაშიმშილები კი არა, ნამარხულებიც არ იყოს და აზიაროს. ეს მისი გადასაწყვეტია. ის, რომ ახლა პატიმარი აზიარა ეს მადლიანი საქმეა“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებთან.

მეუფე ასევე განმარტავს, რომ პატიმრის მონახულება მათ მაცხოვარმა დაავალა, რომ პატიმრებს ნუგეში სცენ.

შეგახსენებთ, რომ მეუფე ნიკოლოზის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ზიარებას როგორ ც სასულიერო ისე საერო პირებში დიდი განხილვა მოჰყვა, ზოგი აღნიშნულ ქმედებას გმობს, ზოგი კი პირიქით. პრეზიდენტის ზიარების საკითხს საქართველოს საპატრიარქოც გამოეხმაურა, სადაც საუბარია, რომ ეს გადაწყვეტილება მეუფემ პირადად მიიღო.  

მსგავსი თემები