„გვერდზე დავუწვე პრეზიდენტს? ალბათ, ასე დამთავრდება ეს ყველაფერი და თავს მოვიკლავ“ – ნიკოლოზ ყიფშიძე

გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსული მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ყოფილი პრეზიდენტის უმძიმეს მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თავის მოკვლა დარჩა, სხვა არაფერი.   

„მინდა გითხრათ, რომ დრო არ გვაქვს. კონსილიუმი თუ გვინდა გავაკეთოთ, დღესვე უნდა გავაკეთოთ და ის უკვე ხვალ დილით უნდა შეხვდეს 9 საათზე ერთმანეთს. ასე ყველაფრის გადადება არ შეიძლება, დრო არ გვაქვს, ეს ადამიანი უკვე დიდი ხანია შიმშილობს. ჩვენ რაღაც სასწრაფოდ უნდა გავაკეთოთ. ეს რაღაც საგიჟეთია. მე არ ვიცი რატომ არ შედის მასთან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმი, მათთან კომუნიკაცია ბოლო დღეებში არ მქონია. „ვოთსაფის“ ჩათიდან ვაწვდით ინფორმაციას. არ ვიცი რა გავაკეთო, მითხარით! გვერდზე დავუწვე პრეზიდენტს? ალბათ, ასე დამთავრდება ეს ყველაფერი და თავს მოვიკლავ. აბა, რა გავაკეთო? არ ვშაყირობ! ჩვენი პრეზიდენტი ყოველდღე უარესად ხდება. გამოსავალი იქნება მისი სიკვდილი, სხვა გზა არ ჩანს, ციდან რას ველოდო არ ვიცი. მედიცინაში სხვა გამოსავალი არ არსებობს. უნდა შეწყვიტოს შიმშილი და უნდა გადავიდეთ პოსტ შიმშილის მკურნალობაზე, რომელიც კიდევ ერთი დიდი თავის ტკივილია. არც ვიცი, ამ ქვეყანაში ამის სპეციალისტები თუ გვყავს“, – განაცხადა ციხიდან გამოსულმა ყიფშიძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები