„უარი მივიღე იუსტიციის სამინისტროდან და ნამდვილად გული დამწყდა“ – ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ამ წუთებში პრესკონფერენციას მართავს, სადაც საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებზე საუბრობს. როგორც ევროდეპუტატი აცხადებს, გულდაწყვეტილია იმ დამოკიდებულებით, რაც მან იუსტიციის სამინისტროსგან მიიღო.   

„საქართველოში ჩემი ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო მომენახულებინა მიხეილ სააკაშილი. ძალიან დიდი ხანია ის შიმშილობს და შესაძლებელია ცუდი შედეგები დადგეს. მე მას სოლიდარობას ვუცხადებ. ვეცადე მიმეღო თანხმობა იუსტიციის მინისტრისგან შევხვედროდი მიხეილ სააკაშილს, მაგრამ, მივიღე უარი. ჩემთვის მიუღებელია მსგავსი მიდგომები. დიდი ხანია თვალყურს ვადევნებ ვითარებას საქართველოში და ვარ საქართველოს მეგობარი. ძალიან აქტიურად ვიცნობ საქართველოს მდგომარეობას და ძალიან ვღელავ ბატონი სააკაშვილის მდგომარეობაზე.

თავი ვალდებულად ჩავთვალე ჩამოვსულიყავი და შევხვედროდი ბატონ სააკაშვილს. უარი მივიღე იუსტიციის სამინისტროდან და ნამდვილად გული დამწყდა. ევროპარლამენტში, სადაც მე ამჟამად ვმუშაობ, აქტიურად შევაფასებთ ამ მდგომარეობას და ჩემი პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ლიტველი დეპუტატებიც იყვნენ ჩამოსულები, თუმცა, მათაც უარი მიიღეს. ჩემი სურვილი არ არის, რომელიმე მხარეს დავდგე და რომელიმე მხარეს დავუჭირო მხარი“ – აცხადებს ანა ფოტიგა.    

მსგავსი თემები